სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ფორმით აღსრულება არასწორია - არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ძალისმიერი მეთოდებით დაპატიმრებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რამაც პოლიტიკური პროცესები ჩიხში შეიყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

"სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ამ ფორმით და ძალისმიერი მეთოდებით, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელი და ლიდერი დააკავა, რაც ოპოზიციის შემდგომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას გამორიცხავს და რა თქმა უნდა, ჯანსაღ პროცესებზე ვეღარ ვისაუბრებთ",- თქვა საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა მათ ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. ასევე 23 თებერვალს განვითარებული მოვლენების შემდეგ შეხვედრა გაიმართა ოპოზიციურ პარტიებსა და ელჩებს შორის აუდენცია საგანგებო რეჟიმში მოულოდნელად ჩაინიშნა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი