დღეს, 24 თებერვლას რაგის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებია. ყრილობა ავჭალის სარაგბო ბაზაზე იმართება, სადაც დაპირისპირებაა. თანამდებობის დასაკავებლად კენჭს ერთადერთი კანდიდატი - იოსებ ტყემალაძე იყრის, რომელიც მუნიციპალურმა კლუბებმა ანუ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფმა სუბიექტებმა წარადგინეს.
კანდიდატს ბოკიტოს უცხადებს 30 დეკემბერს არჩეული ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები. ისინი ტყემალაძეს შენობაში არ უშვებენ და ამბობენ, რომ არჩვენები კვორუმის არყოფნის გამო გადაიდება.
"ვიბძოლებთ სამართლიანობისთვის და არ დავაკანონებინებთ იმ უკანონობას, რაც უნდათ. მეც ვერ გავხდები 10 დღეში მშნებელი და ვერც ის გახდება მორაგბე, ამიტომ, რაგბს მიხედონ მორაგბეებმა და მშენებლებმა აშენეონ მთელი ქვეყანა", - ამბობს ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს რაგბის კავშრის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.
რაგბის კავშირის წევრები ამბობენ, რომ მათთვის იოსებ ტყემალაძე მიუღებელია და კვლავ ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებენ.
"მათთვის ყველა, ვინც მიუღებელია, ცუდია, გაერთიანება არ უნდათ. მე ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ, რომ გავაერთიანო", - ამბობს ტყემალაძე.
რაგბის კავშირის წევრები ასევე ამბობენ, რომ ტყემალაძემ გუნდები დააშინა და მუქარით მოიყვანა არჩვენებზე. მათივე თქმით, დღევანდელ კეჭისყრაში მონაწილეობას მათთვის სრულიად უცნობი პირები იღებენ.
შეგახსენებთ, რეესტრმა რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა. რის შემდეგაც ახალი არჩვენები ჩაინიშნა, რომლის ერთადერთი კანდიდატი, ხელისუფლებასთან დაახლოებული, იოსებ ტყემალაძეა.