
"როგორც ნავალნის ოფისსარბევენ, ზუსტად ისე დაარბიეს გუშინ ენ-ის ოფისი", - ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა და დაამატა, რომ "ტვისობრივად რუსული შინაარსის სახელმწიფო მივიღეთ".
გიგი უგულავა მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურა ენმ-ის ოფისის დარბევის დროს სპეცარზმისა და შსს-ს სხვა წარმომადგენელთა მხრიდან სერვერების მოპარვას და ცრემლსადენი გაზის გამოეყენებას.
"Red Bull-ის სამი ყუთი მოიპარეს, ხალხო, "რედ ბულის" მოპარვა რაღა არის - როგორც სენაკში იპარავდნენ მაცივრებიდან ოკუპანტები", - თქვა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოში, სენაკის მეორე ქვეითთა ბაზაზე, მისი ოკუპირების შემდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაზიდეს სპეცმაცივრებში მომარაგებული ხორცი, კონსერვები, წვენები, ხოლო ბაზიდან გასვლის შემდეგ მაცივრები ღია და გამორთული დატოვეს, რათა ის პროდუქტი, რაც თან ვერ წაიღეს, გაფუჭებულიყო და ბაზაზე დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს ვერ გამოეყენებინათ.