დროშები, გაბმული სიგნალი - ავტომანქანების კოლონა ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის გზაზე გაიჭიმა

გამოქვეყნდა:

ათეულობით მანქანა, საქართველოს სახელმწიფო დროშები, გაბმული სიგნალი და რამდენიმე ასეულ მეტრზე გაჭიმული ავტომანქანების კოლონა - ამ წუთებში ასეთი სურათია თბილისი-რუსთავის გზაზე: ავტომსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რომელიც დღეს იყო დაანონსებული, დაიწყო.

აქციის მონაწილეები შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან შეჩერდნენ და შესასვლელთან სტიკერების გაკვრა სცადეს, რის საშუალებაც მათ პოლიციის წარმომადგენელმა არ მისცა. აქციის მონაწილეებმა აკრძალვა გააპროტესტეს: "ჩვენი ოფისი რომ დაარბიეს და სერვერები მოგვპარეს, ეგ შეიძლებოდა?", - ჰკითხა პოლიციელს ენმ-ის მხარდამჭერმა, რაზეც პასუხად მიიღო ფრაზა: "მერე, მე რატომ მეჩხუბებით?"

ხანმოკლე შეჩერების შემდეგ ავტოკოლნამ გზა რუსთავისკენ გააგრძელა.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 თებერვალს, ენმ-ის ოფისის დარბევისა და, ნიკა მელიასთან ეღთად 20-ზე მეტი პირის აყვანის შემდეგ, ენმ-ის ლიდერი სწორედ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი