დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია მალე იქნება თავისუფალი - ზაალ უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება პოლიტმატიმრებს", "თავისუფლება ხელისუფლების მიერ უკანონოდ და ძალადობით დაკავებულ ნიკა მელიას" - სწორედ ამ მოთხოვნებით დაიძრა აქციის მონაწილეები რუსთავის ციხისაკენ. 

კოლონა კახეთის გზატკეცილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეჩერდა, მსვლელობა საბოლოოდ რუსთავში დასრულდება. აქციის მონაწილეებმა სტიკერები გააკრეს უწყების შენობასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ მათ ამის უფლება არ ქონდათ, თუმცა რომელი მუხლი კრძალავს ამას, არ უსაუბრიათ ამ თემაზე. 

დღევანდელი აქციის მონაწილეები თანხმდებიან იმაზე, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს დიდხანს ჯდომა რო არ მოუწევს ციხეში. "ქართული ოცნება" კვლავ განაგრძობს პოლიტიკურ რეპრესიებს, რისი ნაწილიცაა ნიკა მელიას დაკავებაც. 

მსვლელობის მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია.

მთავარი გზავნილი არის თავისუფლება ნიკა მელიას და დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია ძალიან მალე იქნება თავისუფალი და აქტიურად ჩაერთვება ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაში. მინდა, რომ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარს, რომელსაც ყველა ვგულშემატკივრობთ ,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რუსთავის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები და ელოდებიან საავტომობილო კოლონას. ისინი სოლიდარობას უწევენ ნიკა მელიას და ითხოვენ დემოკრატიას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი