დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ იციან ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
გამყრელიძის განმარტებით, დიდი დეფიციტია ევროკავშირში, განსაკუთრებით, "ფაიზერმა" და "მოდერნამ" ვერ შეასრულეს ევროკავშირის დაკვეთები.
"ფაიზერი არის, ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი დღეს და მას უნდა რომ ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომლითაც კოვაქსიდან უნდა მოვმარაგებულიყავით, ჩვენ შევდიოდით იმ 18 ქვეყანაში, 4 მათ შორის იყო ევროპული, და გადაიწია ეს მარტის ბოლოსკენ, ჯერ ზუსტი რიცვხები არ ვიცით ფაიზერთან მიმართებაში", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ "ასტრაზენეკას" ორ მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკებით და კოვაქს პლატფორმით რამდენიმე ასეულ ათას დოზას მარტში მიიღებენ, რადგან კონტრაქტები გაფორმებულია.
ამავე თემაზე: