ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმედი აქვს, რომ "Pfizer-ის" ვაქცინის დაპირებულ დოზებს საქართველო მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს.
გაბუნიას განმარტებით, საქართველომ ვაქცინა თებერვილის ბოლოს "ფაიზერის" მიერ დაწესებული დამატებითი მოთხოვნების გამო ვერ მიიღო.
"ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები "ფაიზერის" ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე კიდევ ერთი კონსულტაცია შედგება კოვაქსის, "ფაიზერის" და საქართველოს მხარის მოლაწილეობით. სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გვეცოდინება თუ ზუსტად როდის მივიღებთ დაპირებულ 29 250 დოზას, რაც კოვაქს პლათფორმის საშუალებით, საქართველომ უნდა მიიღოს პირველ კვარტალში.
ვაქცინას ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე მაგრამ "ფაიზერის" მიერ დაწესებული დამატებითი მოთხოვნების გამო, გადავადდა. მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გავქვს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში რეალურად მივიღებთ იმ დოზებს რასაც ველოდებით "ფაიზერისგან", - თქვა თამარ გაბუნიამ ბრიფინზე.
რაც შეეხება "ასტრაზენეკას" ვაქცინას, როგორც გაბუნია ამბობს, საქართველო სავარაუდოდ მიიღებს "ასტრაზენეკას" ვაქცინის 315 000-მდე დოზას. კომპანიასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.