მოვუტანოთ თბილი ტანსაცმელი, ჩაი...- ნიკა გვარამია რუსთაველზე გავიდა და მოქალაქეებს მიმართა

გამოქვეყნდა:

"რატომ ზიხართ აქ? რამდენ ხანს აპირებთ ჯდომას?" - ამ და სხვა შეკითხვებით "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთაველზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს მიმართავს.

ნიკა გვარამია რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებთან მივიდა და იქიდან "ფეისბუქზე" ლაივ-რეპორტაჟი ჩართო.

"მე მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია, მესმის, რომ ყველა აქ ვერ იჯდება, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ და ამ ადამიანებს მოუტანოთ თბილი ტანსაცმელი, ცხელი ჩაი, გამათბობლები: აქ ძალიან ცივა და ვერ წარმომიდგენია, როგორ უძლებენ", - მიმართა მოსახლეობას ნიკა გვარამიამ.

მან აქტივისტებთან საუბარში ისიც დაამატა, რომ ამ კარვებში "შესაძლოა, ყველაზე მეტი თავისუფლება იყოს".

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველზე კარვები ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გაშალეს და ღამეს იქ ათევენ. მორიგეობის გრაფიკი წინასწარაა გაწერილი. 

აქვე გეტყვით, რომ რეგიონალური პროტესტი დედაქალაქში ინაცვლებს - დღეს საღამოს ზუგდიდიდან კარავი ჩამოვა, მომდევნო დღეებში კი საპროტესტო კკარვებს კახეთიდან, იმერეთიდან და სხვა რეგიონებიდან ელოდებიან.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა მათ ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი