48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ - მდინარაძე უგულავაზე

გამოქვეყნდა:

48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ - მამუკა მდინარაძე ამჯერად თავს გიგი უგულავას ესხმის და მის განცხადებას პასუხობს

მდინარაძის აზრით, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია:

ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე, საუბრობს სანქციებზე და მსგავს საკითხებზე, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა, რადგან ევროპელი პარტნიორები შეთანხმებულები არიან, რომ ადამიანი ელემენტარულ დანაშაულს რომ ჩაიდენს, ის პოლიტიკაში აღარ რჩება.

უგულავამ პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი გასაკრიტიკებელი ადამიანი" ამბობს "ოცნების" სპიკერი.

„ჩვენ უკვე ვმუშაობთ მათ სახელებსა და გვარებზე, ვინც ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა" - განაცხადა დღეს "ევროპული საქართველოს"ლიდერმა "ოცნების" სპეცრზმელების მიერ, მთავარი ოპოზიციური პარტიის იფისზე მიტანილ შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი