ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო უკვე დატოვა. გიორგი კონდახაშვილის თქმით, მან მელიასთან საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

ამას გარდა, როგორც კონდახაშვილმა აღნიშნა, მელიასთან მას საუბარი მომავალ სამართლებრივ სტრატეგიებზეც ჰქონდა.

"გავიარეთ ყველა ის განცხადება თუ გამოხმაურება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, სახელმწიფი დეპარტამენტის, ევროკავშირის და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები.

ასევე ვისაუბრეთ, ჩვენს სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე, რომელიც უნდა განვახორციელოთ საქმეზე. ეს ბრძოლა მთავრდება ნიკა მელიას გამარჯვებით, რომელიც ვერც დაპატიმრებით და ვერც დაკავებით, ვერანაირად ვერ შეჩერდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მისი მოწოდებაა, რომ ბრძოლა ბოლომდე.

სისხლის სამართლის საქმე ამ ქვეყანაში გამოყენებულია, როგორც ინსტრუმენტი. სამწუხაროდ ამ საქმეზე არანაირი გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება.

ჩვენ მოგეხსენებათ, ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებას ჩვენი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, თუმცაღა ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც დასაშვებობის კუთხით, ასევე დაუშვებლობის თვალსაზრისით",-თქვა კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა მათ ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი