5 გზავნილი -საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების იდენტური განცხადებები

გამოქვეყნდა:

"მითების დეტექტორმა" შეისწავლა ის განცხადებები და გზავნილები, რომლებსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და საერთაშორისო გამოხმაურების პასუხად აკეთებდნენ.

მათი თქმით, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების იდენტური გზავნილები აქვთ და როგორც თბილისში ისე მოსკოვში გაკეთებული განცხადებები ერთადერთ მიზანს, საქართველოს დასავლური კურსიდან ჩამოშორებას, ემსახურება.

"ეს ხუთი გზავნილი მიგვითითებს იმისკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ცივილური დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირების ნიშნებია. იმაზე საუბარი, რომ ამერიკაში დემოკრატიის პრობლემაა და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, ან არ გვჭირდება დასავლეთი, რომელიც ჩვენს საქმეებში ერევა არასწორია. ეს აჩვენებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ხელისუფლებამ შეიძლება უღალატოს მის მიერვე დეკლარირებულ პრინციპებს, რომელიც არის დემოკრატიული სივრცის ნაწილად ყოფნა", - ამბობს, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი.

მისი თქმით, ევროატლანტიკურ სივრცეში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ადგილი არაა, ამიტომ ხელისუფლებამ განსხვავებულად უნდა იმოქმედოს. 

მითების დეტექტორის კვლევა - ვინ უბიძგებს საქართველოს იზოლაციონიზმისკენ?
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი