
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ახლა გარკვეული უპირატესობა აქვს, თუმცა მთავარია მისი სწორად და ჭკვიანურად გამოყენება.
ხუხაშვილის შეფასებით, მათი მთავარი ძალა ახლა მშვიდობიანი ქმედებებია იმისთვის, რომ ხელისუფლებას შეთქმულების თეორიების განვითარების საბაბი არ მისცეს:
ოპოზიციას გარკვეული კოზირები უჭირავს მაგრამ აკურატულად და სწორი გეგმით უნდა იარონ და ნუ შექმნიან იმ განცდას, რომ შევიკრიბებით და ვიწყებთ და დავამთავრებთ. ესე არ იქნება. ეს არის პროცესი, მრავალვექტორიანი ბრძოლა. დასავლეთშია სამუშაო, სისტემის შიგნით არის სამუშაო, მიტომ, რომ ბზარი უკვე გაჩნდა და ამ ბზარს სჭირდება გაღრმავება. რა თქმა უნდა აქციებიც. ყველა მიმართულებთ არის სამუშაო.
თუ იმათ ქორებს ესენიც ქორებს დაუპირისპირებენ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტატამზე როცა ადიხარ საჭიდაოდ და იცი, რომ შენს მოწინააღმდეგეს შენზე ბევრად მეტი რესურსები აქვს, პოლიცია ჰყავს, სპეცსამსახურები, გაგლახავს და დაგტოვებს ასე, შესაბამისად ამ ტატამზე არ უნდა ავიდეს ოპოზიცია და დემონსტრაციულად მშვიდობიანად უნდა იმოქმედოს, რაც მოხდა მელიას აყვანის დროს." ამბობს გია ხუხაშვილი "დღის სტუმარში" საუბრისას