დღე მეორე - საერთაშორისო შტურმი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის მთავრობაზე საერთაშორისო შტურმი გრძელდება. უკვე მეორე დღეა უკიდურესად მწვავე და ხისტი საერთაშორისო შეფასებები არ წყდება.

ოპოზიციის ლიდერის დაკავებისა და დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, ოცნების ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პარტნიორმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

უმწვავესი გზავნილები დღეს საქართველომ ევროპარლამენტიდან მიიღო.

ევროპელი პოლიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ უკიდურესად სახიფათო ტენდენციის გამო, რაც საქარველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან გადახვევის ნიშნებს შეიცავს. ქვეყნის მოკავშირეები ვითარების დეესკალაციიის პროცესში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის აქტიურ ჩართვას მოითხოვენ, რომელიც თბილისში პირველ მარტს ჩამოვა.
 

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი