სტუდენტების პეტიცია: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, დაიწყოს მოლაპარაკებები

გამოქვეყნდა:

ქვეყნაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სტუდენტები ეხმაურებიან და ხელისუფლებას სპეციალური პეტიციით მიმართავენ.

ახალგაზრდები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს დასავლელი პარტნიორების შუამავლობთ.

სტუდენტების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რასაც ემატება პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის სფეროში შექმნილი კრიზისი, ხელისუფლების მიერ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ერთი მხრივ აღრმავებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც აფერხებს საზოგადოების კონსოლიდაციასა და  ძირს უთხრის მშვიდობიანი გზით ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც ეჭვქვეშ დგება ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო  არის ის უალტერნატივო გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მდგრადი ინსტიტუციური განვითარებისკენ სწრაფვა. ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გამოყენება კი წარმოადგენს აღნიშნული გზიდან გადახვევის მორიგ მკაფიო მაგალითს" ნათქვამია პეტიციაში.

სტუდენტების განცხადება სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი