ოპოზიციის მოთხოვნებს კიდევ ერთი პუნქტი ემატება - ნიკა მელიას გათავისუფლება. ისინი ახლა ქართული ოცნებიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან.
დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის იმ შემთხვევაში განახლდება, თუ მოლაპარაკებაში ნაციონალური მოძრაობის სახელით პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ჩაერთვება.
ოპოზიცია მიიჩნევს რომ ოლიგარქის გუნდს, რომელიც ახლა ისევ პოლიტიკური მძევლებით ცდილობს ვაჭრობას საერთაშორისო ზეწოლის ფონზე მოუწევს დიალოგის განახლება.
სწორედ საქართველოს მოკავშირეების ხისტი შეფასების დამსახურებად აფასებენ ოცნების ოპონენტები სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში, ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკას.