"ოცნება" და კრემლი - საერთო მიზნები და იდენტური განცხადებები ფაქტებად

გამოქვეყნდა:

ფაქტები რომლებიც ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას და კრემლს საერთო მიზნები აქვთ. "მითების დეტექტორი" აქვეყნებს კვლევას, რომელიც აჩვენებს რით გვანან ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური კლანების წევრები.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევისა და ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერები პრაქტიკულად სრული სიზუსტით იმეორებდნენ კრემლის კონტროლირებადი მედიის სულისკვეთებას.

საერთო იყო მათი პოზიციებიც, დამოკიდებულებაც და კრიტიკის საგნად ქცეული პოლიტიკოსების, ორგანიზაციების და ღირებულებების ჩამონათვალიც.

მკვლევარები ადასტურებენ, რომ მმართველი პარტიის ამ პოზიციის გამოვლენა მათთვის სიახლე არ არის, თუმცა ბოლო დროს ქართული ოცნება სულ უფრო ნაკლებად ერიდება ნამდვილი პოლიტიკური მიზნების დაფარვას.

მითების დეტექტორის კვლევა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი