ვაქცინაცია უკვე განამაც დაიწყო, საქართველო კი ამ დრომდე ელოდება დაპირებულ დოზებს.
დღეს ჯანდაცვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროცესი გადაიდო და მიზეზად მწარმოებელი კომპანიები დაასახელა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი "ფაიზერს" უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. ვიდრე ქართული ოცნების მთავრობა მოლაპარაკებებს მართავს, საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღას ელოდება.