რაღაც მასალის გამოგდებას აპირებს შსს... გამოაგდეთ, მიდით..." - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" წერს, რომ დღეს შსს "რაღაც მასალის გამოგდებას" აპირებს, "ოცნების" მხარდამჭერები კი ერთმანეთს ულოცავენ და ზეიმობენ.

"ხვალ რაღაც მასალის გამოგდებას აპირებს შსს. და ზეიმობენ ქოცები და ერთმანეთს ულოცავენ და ამშვიდებენ. ეს მართლა უბადრუკი საცოდაობები.

გამოაგდეთ, მიდით, კიდევ უფრო გააბრაზეთ დასავლეთი. ჩვენც ეგ გვინდა. მიდით, კიდევ უფრო მოიახლოვეთ სანქციები და კიდევ უფრო გაწირეთ ივანიშვილი", - წერს ნიკა გვარამია.

ამასთან, "მთავარი არხის" გენდირექტორს არ დაუკონკრეტებია, რა სახის მასალაზეა საუბარი. 

მის პოსტზე კომენტარებში, "ფეისბუქის" მომხმარებლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ამ მასალის "გამოგდება" ენმ-ის ოფისზე შტურმის დროს დარბეული ოფისიდან, სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მიერ სერვერების მოპარვას უკავშირდებოდეს. 

შეგახსენებთ, ენმ-ის ოფისზე შტურმი პოლიციამ 23 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. ნიკა მელია ოფისიდან გაიყვანეს, ხოლო 20-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. სწორედ ამ შტურმის დროს გაიტანა პოლიციამ ოფისის სერვერები, რასაც ოპოზიციური პარტიების ლიდერთა მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი