ოკუპაციის 100 წელი - "სირცხვილია" დღეს პარლამენტის წინ აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილია" 25 თებერვლას საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავზე პარლამენტის წინ აქციას მართავს. ორგანიზატორები წერენ, რომ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის დაწყებული ბრძოლა დღესაც გრძელდება და სანამ ეს ბრძოლა გრძელდება - გრძელდება საქართველოც.

"ზუსტად 100 წლის წინ დაიწყო ქართული აზრის დევნის, ქართული სახელმწიფოს შესახებ მახსოვრობის განადგურების, ქვეყნის ინტელექტუალური ძრავის მოშლისა და თაობათა ცნობიერების დამახინჯების საუკუნოვანი ოპერაცია. მაგრამ, ზუსტად 100 წლის წინ, როცა თბილისს ყველა მხრიდან უტევდნენ, ჩვენმა დიდმა ბაბუებმა და ბებიებმა შეძლეს განწირული ბრძოლისთვის მობილიზაცია და უანგარო თავდადების მორიგი მაგალითის შექმნა", - წერენ ორგანიზატორები. 

აქცია პარლამენტის წინ 18:00 საათზე დაიწყება. აქციაზე სხვადასხვა სპიკერები ოკუპაციის თემაზე ისაუბრებენ და ოკუპანტების მიერ დატყვევებულ საქართველოს მოქალაქეებს: ზაზა გახელაძეს, ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევსა და რამაზ ბეღეურს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი