ენმ-ის წევრმა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა პარლამენტის დეპუტატმა დევი ჭანკოტაძემ კოჯორში, იუნკრების მემორიალთან ყოფნისას ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
"რეალურად, ჩვენს წინ ვინც იყო მოსული, არის ოკუპაციური მთავრობა, და ეს ნიღაბი აქვთ გაკეთებული, ვითომ დასავლეთის სექტორს წარმოადგენენ და სინამდვილეში, არიან რუსები", განაცხადა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ.
გენერალმა დაამატა, რომ ხელისუფლების "მთავარი ამოცანაა, რომ არეულობა მოახდინონ და საქართველო არ შევიდეს ევროკავშირსა და ნატოში".
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე დაშვებულია დროშები. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კოჯორში, იუნკრების მემორიალთან მივიდნენ. ადგილზე მცირე შელაპარაკებაც მოხდა.