ოთხი თვის თავზე ბათუმის თავისუფლების კვარტალი თბილისში გადადის. ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
ისინი ამბობენ, რომ მთავარი ფრონტის ხაზი ახლა სწორედ თბილისშია და ბრძოლას დედაქალაქიდან განაგრძობენ.
ორგანიზატორების თქმით, თავისუფლების კვარტალმა ამ თვეების განმავლობაში თავისი მისია შეასრულა და მუხტი მისცა მთელ საქართველოს, რომ ბრძოლას აქვს აზრი და თავისუფლებისათვის მებრძოლები არ მარცხდებიან.
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები დღესვე კარვებს აჭარის მთავრობის სახლის წინ აიღებენ და თბილისში პარლმენტთან გადაინაცვლებენ.
ავტორი:თეა ვაშალომიძე