მომავალ კვირას ევროპარლამენტში საქართველოს საკითხს განიხილავენ - კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო გამოხმაურებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ წყდება. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ონლაინ კონფერენციაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის გზაზე ლიდერ პოზიციაზე იმყოფებოდა, ახლა კი უკუსვლის გზას ადგას. 

ონლაინ კონფერენციაზე ანდრიუს კუბილიუსმა თავისი ხედვა წარმოაჩინა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი. 

ანდრიუს კუბილიუსი იხსენებს 2019 წლის დეკემბერსაც, როდესაც ის და მისი კოლეგა შეხვდნენ ივანიშვილს. ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნება" ვერ ხსნის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება დიდი პრობლემაა. მოვლენების ასეთი განვითარება მხოლოდ მოსკოვს ახარებს. პანდემიამდე 2019 წლის დეკემბერში მე და ჩემი კოლეგა რასა იუნკევიჩიანე  ბიძინა ივანიშვილს შევხვდით და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ვილაპარაკეთ. ჩვენ ვცდილობდით აგვეხსნა მისთვის, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა ევროინტეგრაციის გზაზე პერსპექტივის შენარჩუნების. ახლა კი ვხედავთ, რომ დიალოგი არ იყო ისეთი ეფექტური. 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ყველამ ვიცით პროცესი როგორ განვითარდა. 

კუბილიუსი აანონსებს, რომ მომავალ კვირაში ევროპარლამენტში იქნება პლენარული სხდომა, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსაც განიხილავენ. 

ამავე თემაზე:

ანდრიუს კუბილიუსი: "კრიზისი მხოლოდ კრემლს აბედნიერებს"

ევროპარლამენტარების საგანგებო წერილი: კრიზისი აჩენს რისკს, რომ საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების გზიდან 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი