ხვალ, 26 თებერვალს, 13:00 საათზე ოპოზიცია და მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და თავისუფლების მარშს გამართავენ. ისინი ფილარმონიადან პარლამენტამდე მსვლელობას მოაწყობენ, სადაც იქნება მთავარი მიტინგი. ამის პარალელურად, პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილი, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს და იქაც გამართავს აქციას.
ოპზოიციის ლიდერები, მხარდამჭერები სხვადსხვა რეგიონიდან და მოქლაქეები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ოპოზიციის შეხვედრაზე. პოლიტიკოსებმა მომავალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. მათი თქმით, ისინი 26 თებერვლიდან უწყვეტ პროტესტს იწყებენ.
"26 თებერვალს, პირველ საათზე ფილარმონიასთან ვიკრიბებით ყველანი და მსვლელობით მივდივართ რუსთაველზე. ესაა მსვლელობა თავისუფლებისთის, ამ აქცვიას ჰქვია და იდეურადაც არის თავისუფლების მარში. იმ ძალიან მშიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ქვეყანა და იმ ძალიან დიდი საფრთხეების გათავლისწინებით, რომელიც ემუქრება ჩვენს ევროატლანტიკურ და დასავლურ მომავალს. შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები ოპოზიციის შეხვედრის და ასევე მთავარი საკითხები იყო სამომავლო გეგმები, რომელსაც ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ", - განაცხადა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ შეწყდება, ვადამდელი არჩვენები არ დაინიშნება და პოლიტიკური პატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა არ განთავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობისთვის ოპოზიციური პარტიები ენმ-ის დარბეულ ოფისში ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან. სტრატეგიაზე მსჯელობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ენმ-ის ოფისში პარტიის ლიდერი ნიკა მელია ოფისის შტურმის დროს დააკავეს.