დიალოგს არ აქვს ალტერნატივა - კახა კალაძემ ოპოზიციის მიმართ რიტორიკა შეიცვალა

გამოქვეყნდა:

"კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ის უნდა იყოს ორმხრივი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აუცილებელი და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა", - ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ქვეყანაში განითარებულ მოვლენებზე.

კალაძის თქმით, აუცილებელია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება დიალოგის მაგიდას მიუსხდნენ.

"კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ის უნდა იყოს ორმხრივი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აუცილებელი და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯექით, როგორც მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები შეუძლებელია ასე დისტანციურად, ტელევიზორით ვესაუბროთ ერთმანეთს.

ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ხდება პოლიტიკური კრიზისები. ამას შემდეგ სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი. მე არ ვითხოვ, რო პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს, მაგრამ არსებობს სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც სჭირდება პატივისცემა. ასევე, კანონს სჭირდება პატივისცემა და ამ ყველაფრის ნათელი მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ საზოგადოებამაც გაითავისოს, კანონი არის უზენაესი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა", - თქვა კახა კალაძემ.

კალაძის ამ განცხადებას უპასუხეს ოპოზიციაშიც, "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას თქმით, ახლა მიკიბ-მოკიბვის დრო არაა და თუ აწუხებს კახა კალაძეს, რაც მოხდა, უნდა გამოვიდეს და ღიად თქვას.

იგივეს ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ "ახლა პრანჭიაობის დრო არ არის". მისივე თქმით, "ცხადია, რომ კახა კალაძეს გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს" და ეს პოზიცია საჯაროდ უნდა გამოხატოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი