დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთათვის მემორიალური კომპლექსი შევქმნათ - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ მათთვის, ვინც 100 წლის განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის უბრძოდა - მემორიალური კომპლექსი დაარსდეს.

"მინდა ამ დღეს დავუკავშირო ჩემი ერთი მოსაზრება და თქვენ წარმოგიდგინოთ. მემორიალური კომპლექსის დაარსებით მივაგოთ პატივი მათ, ვინც ამ 100 წლის განმავლობაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. შევქმნათ მემორიალი, რომელიც ასახავს ამ უწყვეტი ბრძოლის ისტორიას, მის ფურცლებს, მისი გმირების ღვაწლს - ყველასი: 1921 წლის მებრძოლების, აჯანყებების მონაწილეების, რეპრესირებული ადამიანების, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ, მეორე მსოფლიო ომის მეომრების, 1956 წლის სტუდენტების, 9 აპრილის მსხვერპლთა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში და 2008 წლის ომში დაღუპულების, - ყველასი, ვინც იბრძოდა ერთიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ზურაბიშვილის აზრით, ასეთი მემორიალი, "დაყოფილი ჩვენი ისტორიის ამდენივე ფურცლად", ამავე დროს, ახალგაზრდა თაობებს ჩვენი ისტორიის გაცნობისა და გაცნობიერების საშუალებას მისცემს, უცხოელ სტუმრებს კი გააგებინებს, რა შეუპოვრად იბრძოდა საქართველო თავისუფლებისთვის.

მისივე თმით, ეს მემორიალი შეიძლება შერიგების მაგალითადაც გამოგვადგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი