
"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, ბოლო პერიოდში "განსაკუთრებით რადიკალური" ოპოზიციის სტილია, რომ საერთაშორისო პარტნიორების გამომხმაურებებიდან დააიგნორონ ის, რაც მათ არ მოსწონთ და აქცენტი გააკეთონ ხელისუფლების კრიტიკაზე.
"ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის სტილია - რაც არ მოსწონთ, იმას აიგნორებენ და ამოიკითხავენ იმ ფრაზას, რაც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა. ამაზე აქვთ აწყობილი მთელი მესიჯბოქსი. პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. როცა მოლაპარაკებების მაგიდა „ქართულ ოცნებას“ არასოდეს მიუტოვებია, პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. სწორედ ამის ძალიან ნათელი და მკაფიო გამოხატვა იყო ევროკავშირის განცხადებაც. რაც ხდება შეგვიძლია შესაძლებლობად გამოვიყენოთ, რომ მათ მოუწიოთ რაციონალური წინადადებების დაყენება და არა ულტიმატუმების. ჩვენს მიმართაც იყო საკმაო კრიტიკა, თუმცა პასუხისმგებლობა არ არის ცალმხრივი, როგორც მათ წარმოუდგენიათ", - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი, პიტერ სტანო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება. მისი განცხადებით, მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა. სტანო წერს, რომ ევროკავშირი მმართველი ძალისგან ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებას მოელის.