ალიევმა, პაშინიანმა და ერდოღანმა ღარიბაშვილს პრემიერობა მიულოცეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრად დანიშვნა, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერმა მიულოცეს:

აზერბაიჯანი და საქართველო დაკავშირებულნი არიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება ჩვენი მჭიდროდ დაკავშირებული ერების ნების საფუძველზე - ნათქვამია ალიევის მილოცვაში.

მტკიცე მეგობრულ კავშირებს სომხეთსა და საქართველოს შორის ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი კონტაქტები, ღრმა პატივისცემა და ნდობა ჩვენს ერებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განხორციელების ფარგლებში, რათა სრულად იყოს გამოყენებული სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ“ - ნათქვამია სომხეთის პრემიერის, პაშინიანის მილოცვაში.

დარწმუნებული ვარ, თქვენი აღმატებულების მხარდაჭერით ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში" - ამბობს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ღარიბაშვილი პრემიერად "ქართული ოცნების" პარლამენტმა 22 თებერვალს დაამტკიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი