ჰარცელი: საქართველოს დამოუკიდებლობის მოფრთხილება პარტნიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად რჩება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ტვიტერით საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავს ეხმიანება. 

"ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად იხსენებს, თუ როგორ დაეცა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ. ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოფრთხილება და გაძლიერება ჩვენი მტკიცე პარტნიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად რჩება", - ვკითხულობთ ტვიტში.

შეგახსენებთ, რომ 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მეთერთმეტე წითელმა არმიამ დაიკავა - ქვეყანა რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა, რასაც თავი 70 წლის გამავლობაში ვეღარ დააღწია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი