
პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პროკურატურის განცხადების შეფასებაზე საუბრისას. მდინარაძის თქმით, პროკურატურა თანმიმდევრულია.
პროკურატურამ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლიც კანონიდან გამომდინარეობდა, სხვა გზა პროკურატურას ვერ ექნებოდა, გარდა იმისა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის შეფარდება მოეთხოვა.
პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს - განცხადება ამის შესახებ პროკურატურაში გააკეთეს