ნიკა მელიასთვის ისევ გირაოს შეთავაზების გარდა, მმართველი პარტია რიტორიკასაც ცვლის. პრემიერ მინისტრის შემდეგ მშვიდობის ინიციატორად კახა კალაძე გამოდის.
თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი მოულოდნელად კომპრომისის და მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა, მაგრამ კალაძე ძალიან სწრაფად მოკლე და გასაგებ პასუხს იღებს - ოპოზიცია, რომელიც დიდი ხანია კომპრომისისთვის მზადყოფნაზე საუბრობს, ხელისუფლებას ურჩევს გადადგას პირველი და ღია ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
ოპოზიციამ დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციები დააანონსა. რუსთაველის გამზირზე კარვები გაიშლება. იქნება სირცხვილის დერეფნები პარლამენტთან და სამინისტროებთან. ოპოზიცია აქციებს ხვალ საპროტესტო მსვლელობით დაიწყებს.