საერთაშორისო სანქციები სულ უფრო რეალური ხდება. ამერიკული და ევროპული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავენ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კლანის კონკრეტული წევრების მიმართ განახორციელებენ.
ამ გადაწყვეტილებით დასავლეთს სურს შეაჩეროს საქართველოს სვლა დიქტატურისკენ, თუმცა სანქციების არიდება ქვეყნის ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია.
ვადამდელი არჩევნები და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის გათავისუფლება პოლიტიკური კომპრომისის მთავარ პირობებად რჩება.
ოცნების გუნდი მოახლოებულ საერთაშორისო იზოლაციას და დასავლეთის წითელ ბარათს იზოლაციას ჯერჯერობით ვერ ან არ იაზრებს.სახელისუფლებო პარტიის წევრები ამტკიცებენ რომ საგანგაშო არაფერი ხდება და კრიტიკა მალე ჩაივლის.
ოცნების ლიდერების განცხადებების პარალელურად კი პარტნიორების კრიტიკა და მოწოდებები უფრო და უფრო მწვავე ხდება.