შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება - ვოლსკი ვადამდელ არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება - აცხადებს გია ვოლსკი და კატეგორიულად გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას.

ვოლსკიმ განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

ის რომ შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება. რიგგარეშე არჩევნები ყველა ვინც აქ ვართ, ყველას რომ გვინდოდეს, ამის საფუძველი უნდა იყოს. ამის საფუძველი გუბაზ სანიკიძის, თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება“, - ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, ამ ურთულეს პირობებში პოლიტიკოსებმა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე არ უნდა იფიქრონ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი