ევროკავშირმა ლუკაშენკოსა და სხვა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები 1 წლით გაუხანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, ბელარუსის მაღალჩინოსნებს, რომელთაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წევრებისა და ჟურნალისტების დარბევისა და არჩევნების გაყალბებისთვის, სანქციები 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუხანგრძლივდათ

შემზღუდველი ზომები მოიცავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას - სიაში ამჯერად 88 პირი, მათ შორის, ალექსანდრ ლუკაშენკო შედის.

ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კავშირი აკვირდება რა ბელარუსში მიმდინარე პროცესებს, შეისწავლის ადამიანის უფლებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს და საჭიროების შემთხვევაში, გაზრდის სანქცირებულთა სიას. 

"ევროკავშირი მხარს უჭერს ბელარუს ხალხს, მათ მოთხოვნას, ცხოვრობდნენ დემოკრატიულ ქვეყანაში და ჰქონდეთ თავისუფალი მედია", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი