საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა.

კოვიდ 19 ქვეყანაში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს, აზერბაიჯანიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

დღეისთვის კი ქვეყანაში სულ 269 800 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 263 727, გარდაცვლილია - 3475 პაციენტი.

1 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის გამო ორჯერ გამოცხადდა ე.წ. ლოქდაუნი და "კომენდანტის საათი", რომელიც ამ დრომდე მოქმედებს.

შეზღუდვების შემსუბუქება კი დაწყებულია. ბოლო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს გამოაცხადა.

უკვე არსებობს ვაქცინის რამდენიმე სახეობაც, თუმცა საქართველოში არც ერთი შემოუტანიათ. ვაქცინაციის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და მაინც უცნობია როდის დაიწყება და რომლით.

კორონავირუსი - სიტყვა, რომელიც 2020 წელს ყველაზე მეტჯერ მოიძებნა Google-ში
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი