„გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომას - ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია“, - ამ სიტყვებით მიმართა მეუფე მელქისედეკმა მრევლს და საზეიმო ლიტურგიის მოსმენა ტელეეთერით ურჩია.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავარმა მორწმუნეებს სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინება და კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა სთხოვა.
კოვიდ 19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის გამო, უკიდურესი ზომებს ატარებს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლიც. ტაძრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, პანდემიის დასრულებამდე ჯვართამაღლების ეკლესიაში წირვა მრევლის გარეშე ჩატარდება.
სასულიერო პირებს შორის რომ აზრთა სხვადასხვაობაა, დღეს მღვდელმთავრების განცხადებებში ნათლად ჩანდა. ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა სახლში დარჩენის ნაცვლად მრევლს პირიქით, სახლიდან გამოსვლისა და ტაძარში მისვლისკენ მოუწოდა.
მრევლის დასახვედრად მოემზადა რამდენიმე მღვდელმთავარიც. მათ ეზოებში სპეციალური გახმოვანების სისტემაც დაამონტაჟეს, რისი საშუალებითაც მრევლს საზეიმო ლიტურგიის მოსმენა შორ მანძილზეც შეეძლება.
ღამისთევა რამდენიმე ეპარქიებში მხოლოდ საკათედრო ტაძრებში ჩატარდება და მრევლს 10 საათის განმავლობაში ეკლესიის ტერიტორიაზე ყოფნა მოუწევს.
სპეციალისტების მოწოდებებების და მთავრობის რიგი აკრძალვების მიუხედავად, ტაძრების უმრავლესობა სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის მოლოდინშია.
მოხდება თუ არა დისტანციის დაცვა მართლმადიდებლური სარწმუნოების მთავარ დღესასწაულზე, ჯერჯერობით, უცნობია.
ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას საეკლესიო დღესასწაულებიდან 2 კვირაში ვარაუდობენ.