მსვლელობის მოთხოვნა და მესიჯი იდენტურია - თავისუფლება

გამოქვეყნდა:

აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით ერთ საათზე ნაკლებ დროში დაიწყება. იქ უკვე არიან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მოქალაქეები, ადგილზეა სტენსილები, სტიკერები, ტრანსპარანტები. 

"აქ ათეულობით ათასი ადამიანი შეიკრიბება, ივანიშვილს შეუძლია დრონები კოსმოსში აწიოს და იქედან დათვალოს", - განაცხადა ენმ-ის ერთერთმა სახემ ზაალ უდუმაშვილმა. 

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაც და მთავარი მესიჯიც არის ერთნაირი - თავისუფლება, ივანიშვილს მოუწევს ამ თავისუფლებისმოყვარე ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილება", - აცხადებს ასევე ენმ-ის წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი. 

ფილარმონიასთან არიან მისული ასევე სამოქალაქო აქტივისტები. ამ დროისთვის ადგილზე მისვლას იწყებენ რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც.

დეა მამისეიშვილი

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი