როდესაც ქვეყანა უვაქცინოდ სულს ღაფავს, პოლიტიკური ცირკის დრო არაა - ექიმების მანიფესტი

გამოქვეყნდა:

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურებაინ და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის სახელზე მიმართვას აქვეყნებენ. ისინი გმობენ "ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ დევნას" პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ.

"აგრესიული პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს,  ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო", - წერია მანიფესტში. 

ხელმომწერები ამბობენ, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული  ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს.

"ვემიჯნები იმ აგრესიას, რაც შეგნებულად მიმდინარეობს ნიკა მელიას წინააღმდეგ და ვუერთდები პეტიციას, რომელიც მის გათავისუფლებას მოიცავს. თუნდაც აპოლიტიკურ ადამიანებზე დევნა, გარდა იმისა რო პოლიტიკურად ბატონ ნიკა მელიაზე, იწვევს მოსახლეობის გახლეჩვას და ის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა, აბსოლიტურად იგნორირებული დარჩა", - განაცხადა ექიმმა, ნუცა ზურაბიანმა. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმს მწერლების, გამომცემლების, აკადემიკოსების გარდა გმობენ ექიმებიც. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია პეტიციაში გამოხატეს. 

ისინი ხელისუფლებას მუწოდბენ: 

  • უარი თქვას ქვეყნის  დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;
  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები;

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი