"ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ უნდა და ციხეში მემუარების წერა სურს ეს მისი არჩევანია. მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქციები "სრული ბოდვაა".
"სანქციები, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეუბნებით, არის სრული ბოდვა. რაც შეეხება იმას, რომ ბატონი ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, ნუ რა ვქნათ ეხლა, არ აპირებს და კიბატონო, თუ მისი მდგომარეობაა, რომ მიეცეს თვითგვემას, თუ მისი მზანი ისაა, რომ მიეცეს თვითგვემას და ციხეში მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმაოს, ეს მისი არჩევანია", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
დეპუტატმა, ასევე, აღნიშნა, რომ ოპოზიციის აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა და მმართველ გუნდს დღეს, 26 თებერვალს გასამართ აქციასთან დაკავშირებით არანაირი განსაკუთრებული მობილიზება არ აქვს.