ხელისუფლებას მოუწევს, წავიდეს დათმობაზე - საბა ბუაძე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის, განცხადებით, რუსთაველის გამზიზრზე ამდენი ხალხის დანახვა ხელისუფლებასთან პოლიტიკური შერიგების იმედს აძლევს.

როგორც ბუაძემ ოპოზიციის აქცია-მსვლელობისას თქვა, ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წასვლა.

"იმედი მაქვს, რომ  კეთილგონიერებას გამოიჩენენ ხელისუფლებაში და დაბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდაზე იმისათვის, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ვიმუშაოთ. დღეს ამდენი გულანთებული ადამინის დანახვა რუსთაველის გამზირზე მაძლევს იმის იმედს, რომ აუცილებლად მოხდება ეს პოლიტიკური შრიგება და ხელისუფლებას მოუწევს, რომ წავიდეს დათმობაზე. სამარცხვინო მეთოდებით ადამიანების დევნა და ტყვეებით ვაჭრობა აუცილებლად დასრულდება", - ამბობს საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დღეს, 26 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყო. ამ წუთებში პარლამენტთან სიტყვით გამოსვლები დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი