პარლამენტის წინ პროტესტის მუდმივი კერა და კარვები იქნება - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის აქციამ პარლამენტიდან დროებით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა. ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რომ პარლამენტის წინა ტერტიორია მუდმივი პროტესტის კერად იქცეს და დღევანდელ აქციაზე იქ კიდევ რამდენიმე კარავი გაშალონ. 

კანცელარიის წინ შეიკრიბებიან მუსიკოსებიც, რომლებიც "თავისუფლებისთვის დაუკრავენ".

"აქ გაიშლება კარვები, რომლებიც ჩამოვიდნენ ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან, სხვადასხვა პარტიების კარვები, სადაც მუდმივად იქნება, როგორც გითხარით პროტესტის ცენტრი. ხოლო ვისაც გვინდა, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ იმ მთავარ სიმბოლოს დღეს უსამართლობის, გადავინაცვლოთ მთავრობის კანცელარიასთან და იქაც გავმართოთ პროტესტი და გავაგონოთ ჩვენი ხმა. არ შეიძლება ქვეყანაში დღეს არბევდე, იჭერდე და ისევ თავისუფლებისთვის იბრძოდე, ისევ ლამობდე იმას, რომ რუსეთს გამოგლიჯო შენი ქვეყანა. 

როდესაც დავბრუნდებით უკან აქ იქნება უკვე მუდმივი პროტესტის კერა სამოქალაქო აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, კარვებით და თავისუფალი ადამიანების მთავარი იდეის, ჩვენი სამშობლოს იდეით. ახლა კი ყველას წყნარად, მშვიდად გთხოვთ ნელნელა გადავინაცვლოთ მთავრობის კანცელარიასთან და იქაც გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმის გამორჩეულ მსახურებს", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი