პოლიცია კარვების დასაშლელად აქციის მონაწილეებს "გონივრულ ვადას" აძლევს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე, ქუთაისიდან ჩამოტანილი ორი კარავი გაშალეს. რის შემდეგაც, ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა მისცეს იმისთვის, რომ კარავი თავად აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართავენ.

პოლიციას არ დაუკონკრეტებია თუ რამდენია გონივრული ვადა.

თავად აქტივისტები კი ამბობენ, რომ კარვების გაშლას გააგრძელებენ. ისინი კარვებს ბათუმიდანაც ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი