ჟურნალისტი ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიას პროცესი დღეს, 26 თებერვალს 18:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი იქნება. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 24 თებერვას, გვიან ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი