ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამოიჩინონ თავშეკავება - საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპისა და ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად განცხადებას ავრცელებს.

​საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ წერილში საქართველოში შექმნილ კრიზისში, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ:

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით განხორციელებულმა შტურმმა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოააშკარავა - ნათქვამია წერილში.

კომიტეტების თავმჯდომარეები წერენ, რომ ძალადობა შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობას აქვს გაცხადებული და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას:

დესტაბილიზაციის გამომწვევი, ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, ხაზს უსვამს ხელისუფლებაში მყოფი თითოეული პირის პასუხისმგებლობას, გამოიჩინონ თავშეკავება. მთელი ქვეყნისთვის დამდგარი შედეგები კი სწორედ მათი პასუხისმგებლობა იქნება, ვინც თავშეკავებას არ გამოიჩენს" ნათქვამია წერილში.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ აშშ-ის სენატის, გერმანიის ბუნდესტაგის, ბრიტანეთის თემთა პალატის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი