4000-5000 კაცი შეაგროვოს ოპოზიციამ - ვოლსკი თავებს ითვლის

გამოქვეყნდა:

გია ვოლსკი თავებს ითვლის და ამბობს, რომ  ოპოზიცია აქციებზე 4000-5000 კაცს მოაგროვებს.

მისივე თქმით, პროტესტის ფორმა დასაშვებია და ამ ქვეყანაში დემონსტრაციები არ იკრძალება.

ხალხის რაოდენობაზე ვლაპარაკობ, არა უხეშად და ვამბობ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს...  არაფერს არ ვიჩემებ მე, მაგრამ ვამბობ, რომ 4000-5000 კაცი შეაგროვოს... რა მნიშვნელობა აქვს 5000 კაცი იქნება თუ 3000 პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა ვოლსკიმ დღევანდელი აქციის შეფასებისას.

აქცია დედაქალაქში დღეს 13 საათზე, ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გაგრძელა, ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. უკვე ცნობილია ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც - პროტესტი არ შეწყდება. 

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი