სოზარ სუბარი ისევ დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის

გამოქვეყნდა:

სოზარ სუბარი დარწმუნებულია, ნიკა მელია პროკურატურის შეთავაზებით ისარგებლებს და გირაოს გადაიხდის:

ამ შემთხვევაში წინა პერიოდისგან განსხვავებით არ არის ეს ვადით განსაზღვრული. როცა გადაიხდის, ეს იქნება ერთი დღე, ერთი საათი თუ ერთი თვე, მაშინ შეიცვლება აღკვეთი ღონისძიება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ისარგებლებს ამ შეთავაზებით, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის თუ სხვა ლიდერების ძალიან კატეგორიული განცხადებებისა, რომ ეს არ მოხდება. - ამბობს სუბარი

შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ, 25 თებერვალს ნიკა მელიას კიდევ ერთხელ მოუწოდა გადაიხადოს გირაო და ამ შემთხვევაში, სასამართლოს მისი გათავისუფლების შუმდგომლობით მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი