სროლა და ყაჩაღობა ზუგდიდში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ზუგდიდში, დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შსს-ს თანამშრომლების მიერ, იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები - ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დღესვე, დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა“ - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.

ზუგდიდში სპეცოპერაცია დღეს მსხვერპლით დასრულდა.  ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებული 
გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი