თავისუფლებისთვის - სახალხო პროტესტის ახალი ეტაპი

გამოქვეყნდა:

სახალხო პროტესტის ახალი ეტაპი დღეს თბილისის სხვადასხვა წერილიდან მსვლელობებით დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ერთდროულად დაიძრნენ დედაქალაქის ცენტრისკენ, ერთმანეთს ფილარმონიასთან შეუერთდნენ და საერთო მარშით გაემართნენ რუსთაველის გამზირისკენ.

სწორედ პარლამენტის შენობა და მის ირგვლივ სივრცე იქცა ახალი პროტესტის კერად სადაც ოპოზიციამ უკვე გაშალა კარვები, გეგმავს სირცხვილის დერეფნების მოწყობას და ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მქსიმალური დისკომფორტის შექმნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი