თბილისში გამართული აქციიდან აჭარაში მიმავალ მგზავრებს კომენდანტის საათის გამო გადაადგილების უფლებას აღარ აძლევენ. შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. მიკროავტობუსის მგზავრები ამ ადგილიდან კომენდანტის საათისა და საშვების არქონის გამო ვეღარ გადაადგილდებიან.
თვითმხილველების ცნობით, მათი მიკროავტობუსი ხაშურის გზაზე გაფუჭდა, რის შემდეგაც დროებითი საშვები მოითხოვეს, რაზეც უარი იმ მიზეზით მიიღეს, რომ ისინი ოპოზიციის აქციაზე იმყოფებოდნენ. მგზავრებმა დროებითი საშვები, 144-სა და 112-ში დარეკვით მოითხოვეს.