პროტესტის ეპიცენტრი ისევ რუსთაველის გამზირია - პტოტესტი ამ წუთებშიც გრძელდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 11 კარავია გაშლილი.
"დღეს გვიერთდებიან სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციები გაშლიან კარავს და ასევე რეგიონებიდანაც გვიერთდებიან. ჩვენ როგორც ვამბობდით, პროტესტი უფრო და უფრო გაიზრდებოდა - დიახ, პროტესტი დღეს იზრდება. ჩვენ გუშინ ორკვირიანი ვადა მივეცით ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებთ რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას", - ამბობს ლაშა ხუსკივაძე "მოძრაობა საქართველოს" წევრი.
საკანონდებლო ორგანოს წინ 24 საათის განმავლობაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და უბრალო მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.