ყველა უსამართლობას ერთიანად ვაპროტესტებთ, დაგვარბევენ, კიდევ დავდგამთ კარავს - მაჩალიკაშვილი

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კი კარვების ქალაქადაა ქცეული. ოპოზიციის ლიდერები, მხარდსამჭერებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მოთხოვნების შესრულებას ისევ ქუჩაში ითხოვენ.

ადგილზე გუშინ, 26 თებერვალს, ერთი წლის შემგედ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც გაიშალა და აქციის
 მონაწილეების პროტეტს თვითონაც შეურთდა. 

"დღეს, გაიშალა გაიშალა კარვები - მთელი რიგი უსამართლობაა, გავრილოვის პატიმრები არიან პირდაპირ. შიშის გამო დაიჭირეს ნიკა მელია და ვაპროტესტებთ და ყველა უსამართლობას ერთად ვაპროტესტებთ. დაგვარბევენ, დაშლიან - კიდევ დავდგამთ, კიდევ გავუშლით კარავს და კიდევ უფრო მძაფრი პროტესტი იქნება", - ამბობს მალხაზ მაჩალიაკაშვილი

თბილისის პარლამენტთან გამართულ აქციას გუშინ რეგიონებიდანაც შეურთდნენ და მათ დღესაც ელოდებიან. აქციის მონაწილეები ითხოვენ: პოლიტპატიმრების ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

გუშინდელი თავისუფლების მარშის შემდეგ კი უკვე დაანონსებულია მომდევნო აქციები და ოპოზიციამ აქციაზე მომავალი საპოროტესტო გეგმაც წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი